თამარ გელდიაშვილმა შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განხრით. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა სამართალმცოდნეობა.
სამაგისტრო ნაშრომი სიამის ტყუპების განცალკევების სამართლებრივ მხარეს ეხებოდა ადამიანის უფლებების ჭრილში. გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, ახლა უკვე მაგისტრი, უამბობს თავის კვლევაზე, ჩრდილოეთში ცხოვრების მომხიბლავ მხარეებსა და ევროპიდან დაბრუნებული იურისტის პერსპექტივაზე საქართველოში.