ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ კოფი ანანი სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის პოსტიდან გადადგა. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის გნაცხადების თანახმად, ანანმა მას და არაბთა ლიგას შეატყობინა, რომ აღარ აპირებს თავისი მანდატის გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც 2012 წლის 31 აგვისტოს მანდატს ვადა ამოეწურება. ივნისში ანანმა განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის შეჩერების მიზნით მის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმა არ იყო განხორციელებული და სამშვიდობო გეგმის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა, უწინარესად, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დააკისრა. თავის განცხადებაში ბან კი-მუნი წერს, რომ სირიაში როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის ძალები „კვლავ ავლენენ მზარდ ძალადობაზე დაყრდნობის წადილს“. ბან კი-მუნის თქმით, არაბთა ლიგასთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა ანანს შემცვლელი სწრაფად მოეძებნოს.
საკუთრივ სირიიდან კვლავ ვრცელდება ძალადობის და სისასტიკის შესახებ ცნობები. სირიელი აქტივისტების თქმით, მთავრობის ჯარებმა დამასკის შემოგარენზე მიიტანეს იერიში, რასაც, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტების ცნობით, დაღუპულების ნაწილი ნაწამები და დახვრეტილია.
ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ რეჟიმის ძალები შევიდნენ სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჯდეიდეთ ართუზის უბანში და „დააპატიმრეს 100-მდე ახალგაზრდა, რომლებიც შემდეგ სკოლის შენობაში წაიყვანეს და აწამეს“.
ადგილობრივი ხალხის ცნობით, მას შემდეგ, რაც უბანი ტანკებმა და ჯარმა დატოვა, ქუჩებსა და სახლებში გვამები იყო მიმოფანტული. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი, ჯდეიდეთ ართუზში „ათობით ტერორისტი და უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა ან მოკლულ იქნა“.
ერთი დღით ადრე - ოთხშაბათს - გავრცელდა ვიდეო, რომელიც ალეპოში ადამიანების ჯგუფურ დახვრეტას ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, დახვრეტილები მთავრობის მომხრე შეიარაღებული ჯგუფის წევრები იყვნენ.
ვიდეოზე ასახულ კადრებში მეამბოხეები კედლის მიმართულებით მიათრევენ ოთხ ძალზე ნაცემ კაცს, შემდეგ კი სროლის ხმა ისმის.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები სისასტიკის გამო სირიის კონფლიქტის ორივე მხარეს აკრიტიკებენ.
„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების დირექტორმა ნადიმ ჰურიმ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გავრცელებული ვიდეო ასე შეაფასა:
„ამ ვიდეომ ძალიან შეგვაშფოთა. როგორც ჩანს, ვიდეოზე ადამიანების გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯაა ასახული. ეს ფაქტი ომის დანაშაულს უტოლდება, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მებრძოლებიც დაცულნი არიან, თუკი ისინი ჩაბარდნენ ან დაკავებულ იქნენ. ისინი შესაძლოა გაასამართლონ, მაგრამ მათი ადგილზე სიკვდილით დასჯა აკრძალულია.“
ჰიუმან რაიტს უოჩის წარმომადგენელმა ნადიმ ჰურიმ ნათქვამს დასძინა:
„სირიაში ომის ბევრი დანაშაულია აღრიცხული. ამ დანაშაულთა დიდი უმრავლესობა მთავრობის მომხრე ძალების კისერზეა, თუმცა ჩვენ ოპოზიციის ძალების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებიც აღვრიცხეთ. ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ყველა ეს სერიოზული დანაშაული გამოიძიონ, საუკეთესო გზა იქნება სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ მასალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს განსახილველად. ამის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილი იქნება ეს შემთხვევები გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.“
ალეპოში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები. ქალაქი ასიათასობით ადამიანმა დატოვა. ალეპოდან გაქცეულები იმ ათასობთ სხვა სირიელ ლტოლვილს შეუერთდნენ, რომლებიც თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში გაშენებულ ბანაკებს აფარებენ თავს.
სირიაში სისხლიანი კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. რეჟიმი ამბოხების ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტების ინფორმაციით, კონფლიქტს 20,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ამ ვიდეომ ძალიან შეგვაშფოთა. როგორც ჩანს, ვიდეოზე ადამიანების გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯაა ასახული. ეს ფაქტი ომის დანაშაულს უტოლდება ...ნადიმ ჰური