ნელი სვლით გენდერული თანასწორობისკენ
გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის ანგარიში „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის თაობაზე“. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის მისაღწევად კვლავაც იბრძვიან ევროპის ქვეყნები. ანგარიშში განხილულია ამ ბრძოლის შედეგები, აღნიშნულია, რომ ევროპის გამოკვლეული 46 ქვეყნიდან მხოლოდ ორმა - ფინეთმა და შვედეთმა - მიაღწია გენდერულ თანასწორობას პარლამენტებში. ამ ქვეყნების პარლამენტში დანიშნული წევრების 35,8 % და არჩეული წევრების 23,9 % ქალია. ანგარიშში საუბარი შეეხება საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასაც. 2016 წელს პარლამენტში არჩეული ქალების რაოდენობა 12 %,-ს შეადგენს, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს