11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ბოლო დროს უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი მორიგი აქციით გააპროტესტა. მათ არამხოლოდ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსაც მოუწოდეს არ შეეგუონ უსამართლობას. აქციას, რომლის მთავარი ლოზუნგებიც იყო ”არა ბოლშევიზმს”, ”განათლება პოლიტიკის გარეშე”, ”გასაგდები კიდევ ბევრია?!”, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ.
”პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ათობით ლექტორს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან. ჩვენ, სტუდენტები, არ შევეგუებით ამ უსამართლობას”...
უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ 11 სექტემბერს სხვადასხვა სასწავლებლის ოცამდე სტუდენტმა ისევ გაშალა საპროტესტო პლაკატები. ამ აქციით, რომლის ორგანიზატორობაც ამჯერად ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ” ითავა, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის თაობაზე:
”ჩვენ „არას“ ვეუბნებით ბოლშევიზმს, „არას“ ვეუბნებით უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზებას. ჩვენი მშობლები ფულს წყალში არ უნდა ყრიდნენ. ვიღაცის ხუშტურებიდან გამომდინარე, ებრძვიან პროფესიონალ და ავტორიტეტულ ლექტორებს”...
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლექსო კობაიძეს, აქციის მონაწილე სხვა სტუდენტების მსგავსად, ეჭვი არ ეპარება, რომ როგორც ლელა გაფრინდაშვილის, ისე ნოდარ ხადურის უნივერსიტეტიდან დათხოვნას სწორედ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა:
”ეს საერთო პრობლემაა. ლექტორებსაც მივმართავთ, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ და გააპროტესტონ მსგავსი ფაქტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დევნაა, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ნოდარ ხადურის შემთხვევა რომ ავიღოთ, საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ დამალავს და სწორედ ამის შემდეგ იშორებენ, ან იგივე ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში ძალიან ავტორიტეტული ფიგურაა და რომელიც არასოდეს ერიდებოდა კრიტიკას.”
ნოდარ ხადურის და ლელა გაფრინდაშვილის მსგავსად, უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოეწურა უნივერსიტეტის კიდევ ერთ ლექტორს, დავით ნარმანიას, რომელიც ასევე ცნობილია თავისი კრიტიკული მოსაზრებებით ეკონომიკის სფეროში. უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ მის პოზიციაზეც სხვისი კანდიდატურა არჩია. დავით ნარმანიაც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა სწორედ მისი საჯარო განცხადებები გახდა. მისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რაიმე სახის მითითება ან შენიშვნა არ მიუცია, თუმცა ნარმანია იმასაც ამბობს, რომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ უნივერსიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ კონტროლდება, მათ კი, ნარმანიას თქმით, მშვენივრად უწყიან ლექტორების პოლიტიკური თუ ზოგადად კრიტიკული შეხედულებების თაობაზე:
”მე მგონია, რომ მთლად პირდაპირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რასაც ზოგადად ვლაპარაკობ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, არ აწყობს მმართველ ძალას და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებას არ ასხამს ხოტბას, როგორც ჩანს, არ უნდა მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში.”
ლელა გაფრინდაშვილმა, რომელსაც უნივერსიტეტში გენდერის და სხვა საკითხებზე რამდენიმე სალექციო კურსი მიჰყავდა და რომელსაც საკონკურსო კომისიამ ასევე სხვა კანდიდატურა არჩია, მომხდარს უკვე დაარქვა თავისი სახელი - პოლიტიკური დევნა:
”პოლიტიკური დევნა ნიშნავს დევნას იმ ადამიანებისას, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა სხვა ვინმეს მხარდამჭერი. მთავარია, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი და შენ იწყებ კითხვების დასმას. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის არც წევრი და მხარდამჭერი ან მაქებარი. მე ვარ ადამიანი, ვინც ღიად აკრიტიკებდა სისტემას, ძალადობას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გამოშვება, მოხსნა კონკურსიდან და არა იმის გამო, რომ რომელიმე აკადემიური კრიტერიუმის საფუძველზე არ ვერგები კონკურსს.”
ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ბოლო დროს რამდენჯერმე შეიქმნა ვითარება, რომელსაც ლექტორების აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ მაშინ ღიად სტუდენტების გვერდით არავინ დადგა. ეს ეხებოდა, მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტთა იმ ჯგუფზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული ქართულად სწავლის უფლების დაცვა მოითხოვა. მათ უნივერსიტეტს მოსთხოვეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოყოფა საჭირო ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნელად. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენების დროს ის სტუდენტების გვერდით დადგა, რაც ასევე ხელს არ აძლევდა ხელმძღვანელობას:
”მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომელიც მათ უჭერდა მხარს ამ პროტესტის დროს, თან ღიად, და ვამბობდი, რომ ეს არ შეიძლება ხდებოდეს უნივერსიტეტში, რომ მართალია სტუდენტი, ვინც ითხოვს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ქართულ უნივერსიტეტში ქართულ ენაზე სწავლებას. ასევე არ შეიძლება არსებობდეს პროფესორი, რომელიც ხმამაღლა, საჯაროდ, როდესაც უნივერსიტეტში ხდება რაღაც ძალადობა, არ იყოს ამის წინააღმდეგი და მე კი, როგორც ადამიანი, რომელიც უპირისპირდება რეჟიმს, ძალადობრივ სისტემას, მათი შეხედულებით, არის ადამიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფოს, რეფორმას, რომელსაც მე დეფორმა დავარქვი და, ცხადია, არ აწყობთ ასეთი ადამიანი.”
ლელა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ
უნივერსიტეტის პასუხი მისთვის ცნობილია: დაუწერელი სამართალი აღსრულდა. ახლა ის წერილობით პასუხს ელის, თუ ვინ გაიარა კონკურსი და ვინ ვერა, რის შემდგომაც შესაძლოა სასამართლოსავ მიმართოს:
”აუცილებლად გავასაჩივრებ ამ ამბავს. პირველ ეტაპზე მე შემიძლია საკონკურსო კომისიის და რექტორის სახელზე დავწერო საჩივარი და მოვითხოვო მათგან დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი, წინააღმდეგ შემთხვეაში კი, წავიდე სასამართლოში.”
უნივერსიტეტი ამ ამბებს გამოეხმაურა მხოლოდ ერთი ოფიციალური განცხადებით, რომელშიც წერია:
”რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცა ყველა მსურველს, მათ შორის ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილსაც. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს, რის შემდეგაც კონკურსის შედეგები შევა ძალაში. სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება შედეგით უკმაყოფილო ყველა კონკურსანტს.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ და არც დაინტერესებულა ამ საკითხით. შესაბამისად, განცხადება მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.”
რადიო თავისუფლება 11 სექტემბერს სტუდენტების აქციის შემდგომაც ეცადა უნივერსიტეტის რექტორის ან რომელიმე ხელმძღვანელი პირისგან მოესმინა უფრო დეტალური პასუხი, თუმცა ამაოდ. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უმაღლესი სასწავლებელი დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებს, ხოლო განცხადებები პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის შესახებ აბსურდია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დევნაა, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ნოდარ ხადურის შემთხვევა რომ ავიღოთ, საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ დამალავს და სწორედ ამის შემდეგ იშორებენ ...
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლექსო კობაიძეს, აქციის მონაწილე სხვა სტუდენტების მსგავსად, ეჭვი არ ეპარება, რომ როგორც ლელა გაფრინდაშვილის, ისე ნოდარ ხადურის უნივერსიტეტიდან დათხოვნას სწორედ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა:
”ეს საერთო პრობლემაა. ლექტორებსაც მივმართავთ, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ და გააპროტესტონ მსგავსი ფაქტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დევნაა, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ნოდარ ხადურის შემთხვევა რომ ავიღოთ, საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ დამალავს და სწორედ ამის შემდეგ იშორებენ, ან იგივე ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში ძალიან ავტორიტეტული ფიგურაა და რომელიც არასოდეს ერიდებოდა კრიტიკას.”
ნოდარ ხადურის და ლელა გაფრინდაშვილის მსგავსად, უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოეწურა უნივერსიტეტის კიდევ ერთ ლექტორს, დავით ნარმანიას, რომელიც ასევე ცნობილია თავისი კრიტიკული მოსაზრებებით ეკონომიკის სფეროში. უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ მის პოზიციაზეც სხვისი კანდიდატურა არჩია. დავით ნარმანიაც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა სწორედ მისი საჯარო განცხადებები გახდა. მისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რაიმე სახის მითითება ან შენიშვნა არ მიუცია, თუმცა ნარმანია იმასაც ამბობს, რომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ უნივერსიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ კონტროლდება, მათ კი, ნარმანიას თქმით, მშვენივრად უწყიან ლექტორების პოლიტიკური თუ ზოგადად კრიტიკული შეხედულებების თაობაზე:
პოლიტიკური დევნა ნიშნავს დევნას იმ ადამიანებისას, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა სხვა ვინმეს მხარდამჭერი. მთავარია, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი და შენ იწყებ კითხვების დასმას ...ლელა გაფრინდაშვილი
”მე მგონია, რომ მთლად პირდაპირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რასაც ზოგადად ვლაპარაკობ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, არ აწყობს მმართველ ძალას და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებას არ ასხამს ხოტბას, როგორც ჩანს, არ უნდა მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში.”
ლელა გაფრინდაშვილმა, რომელსაც უნივერსიტეტში გენდერის და სხვა საკითხებზე რამდენიმე სალექციო კურსი მიჰყავდა და რომელსაც საკონკურსო კომისიამ ასევე სხვა კანდიდატურა არჩია, მომხდარს უკვე დაარქვა თავისი სახელი - პოლიტიკური დევნა:
”პოლიტიკური დევნა ნიშნავს დევნას იმ ადამიანებისას, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა სხვა ვინმეს მხარდამჭერი. მთავარია, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი და შენ იწყებ კითხვების დასმას. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის არც წევრი და მხარდამჭერი ან მაქებარი. მე ვარ ადამიანი, ვინც ღიად აკრიტიკებდა სისტემას, ძალადობას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გამოშვება, მოხსნა კონკურსიდან და არა იმის გამო, რომ რომელიმე აკადემიური კრიტერიუმის საფუძველზე არ ვერგები კონკურსს.”
ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ბოლო დროს რამდენჯერმე შეიქმნა ვითარება, რომელსაც ლექტორების აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ მაშინ ღიად სტუდენტების გვერდით არავინ დადგა. ეს ეხებოდა, მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტთა იმ ჯგუფზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული ქართულად სწავლის უფლების დაცვა მოითხოვა. მათ უნივერსიტეტს მოსთხოვეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოყოფა საჭირო ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნელად. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენების დროს ის სტუდენტების გვერდით დადგა, რაც ასევე ხელს არ აძლევდა ხელმძღვანელობას:
”მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომელიც მათ უჭერდა მხარს ამ პროტესტის დროს, თან ღიად, და ვამბობდი, რომ ეს არ შეიძლება ხდებოდეს უნივერსიტეტში, რომ მართალია სტუდენტი, ვინც ითხოვს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ქართულ უნივერსიტეტში ქართულ ენაზე სწავლებას. ასევე არ შეიძლება არსებობდეს პროფესორი, რომელიც ხმამაღლა, საჯაროდ, როდესაც უნივერსიტეტში ხდება რაღაც ძალადობა, არ იყოს ამის წინააღმდეგი და მე კი, როგორც ადამიანი, რომელიც უპირისპირდება რეჟიმს, ძალადობრივ სისტემას, მათი შეხედულებით, არის ადამიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფოს, რეფორმას, რომელსაც მე დეფორმა დავარქვი და, ცხადია, არ აწყობთ ასეთი ადამიანი.”
რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე ...