Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და ცენზურის დაწესებაზე საუბრობენ


გიორგი ჩიხლაძე
გიორგი ჩიხლაძე

15 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სტუდენტური გაერთიანება"აუდიტორია 115"-ის წევრი გიორგი ჩიხლაძე.

14 ივნისს "აუდიტორია 115"-ის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი საქმიანობის შეზღუდვასა და ცენზურის დაწესების მცდელობებზე საუბრობდნენ. გიორგი არობელიძემ, აუდიტორია 115-ის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდში დახურულ შეხვედრაზე, სადაც სხვა ახალგაზრდული ჯგუფებიც იყვნენ შეკრებილები, პარლამენტარმა, განათლების კომიტეტის თამჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტუდენტებს უთხრა, რომ ცვლილებები განათლების კანონში, რომლის აუცილებლობის შესახებაც თვეების განმავლობაში იმართებოდა კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის, პარლამენტში შემოდგომამდე არ განიხილება და ამ ცვლილებების ბედი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევიან სტუდენტები.

„გვინდა, მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, მიუხედავად იმისა, გავა თუ არა ეს კანონი, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ჩვენ აუცილებლად ხმამაღლა ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ეს იქნება დაკავშირებული სოციალურ უთანასწორობასთან, შრომით საკითხებთან, განათლების ხელმისაწვდომობასა თუ სხვა“,- განაცხადა მოძრაობის წევრმა, გიორგი არობელიძემ.

მარიამ ჯაშმა სხვადასხვა მედიასაშუალებასთან დაადასტურა საკანონმდებლო ცვლილებების შემოდგომისთვის გადადება, თუმცა უარყო სტუდენტებისთვის ცენზურის დაწესების მცდელობა.

რამდენად სისტემურია სტუდენტების გარკვეულ კონიუნქტურაში ჩასმის მცდელობები, რატომ გადაიწია განათლების კანონში შესატანი ცვლილებების განხილვამ შემოდგომის სესიებისთვის და რა ზეწოლას განიცდიან "აუდიტორია 115"-ის წევრები აქტივიზმის გამო სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან, გიორგი ჩიხლაძესთან ერთად.

XS
SM
MD
LG