Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spilow - ტანსაცმელი მხიარული ბავშვობისთვის


რუბრიკა “სტარტ-აპის” სტუმარია სპილოუ, სამი მეგობრის მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც ნატურალური ქსოვილებისგან კერავს ტანსაცმელს ბავშვებისთვის მათი მხიარული ბავშვობისთვის.

Spilow - ტანსაცმელი მხიარული ბავშვობისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
გადმოწერა

ტასო ჯაფარიძემ, მარინკა ღარიბაშვილმა და სოფო ჩხაიძემ ბავშვებისთვის ტანსაცმლის წარმოება, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყეს. მათ მიერ შეკერილ პროდუქტს გამოჩენისთანავე ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:

“ამ საქმემ იმიტომ ჩამითრია და ვთვლი, რომ იქნება ძალიან წარმატებული, რომ პირველივე დღიდან, როდესაც შეიქმნა სპილოუს ფეისბუქის გვერდი და დაიდო რამდენიმე ფოტო ამ ტანსაცმლებით, ისეთი ამბავი მოჰყვა, ყველაფერი გაიყიდა მაშინვე, ერთ წამში და მას შემდეგ დღემდე სულ დაწევის რეჟიმში ვართ. აუცილებლად უნდა გავზარდოთ მიწოდება, ვინაიდან რეალურად მოთხოვნილება გაცილებით დიდია, ვიდრე ახლა ჩვენ შეგვიძლია წარმოება”.

წარმოების გაზრდისთვის გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ.

“გვინდა, მომავალში რომ გვქონდეს ჩვენი საკუთარი წარმოება და ქსოვილების წარმოების ან შემოტანის საშუალება და მაგ მიმართულებით მივდივართ“.

მთავარი, რითიც "სპილოუს" ტანსაცმელი სხვა ბრენდებისგან გამოირჩევა, ორიგინალური სილუეტი და ძველებური ბუნებრივი ქსოვილებია, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ეძებენ და საგულდაგულოდ არჩევენ.

“ვცდილობთ, რომ ვიყიდოთ ხოლმე ვინტაჟური ქსოვილები, რომელსაც დავეძებთ სანთლით და რომლებიც არის ცოტა და, შესაბამისად, მათგან გამოდის მხოლოდ რამდენიმე ცალი. ძველი ქსოვილები იმიტომ არის კარგი, რომ არის ბუნებრივი და სასიამოვნო”.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბუნებრივი ქსოვილის შოვნა არც ისე მარტივია. თუ გარჩევა არ იცი, შეიძლება ადვილად მოტყუვდე. სოფომ და მისმა მეგობრებმა ახლა უკვე კარგად იციან, როგორ იყიდონ ზუსტად ის, რაც სჭირდებათ.

“უნდა დაწვა ქსოვილი და თუ დაწვისას ფერფლად იქცა, ესე იგი ბუნებრივია, თუ დამრგვალდა და სუფთად არ დაიწვა, ესე იგი ხელოვნური მინარევები აქვს. ამიტომ დავდივართ სანთებელებით შეიარაღებულები მაღაზიიდან მაღაზიაში”.

მიუხედავად იმისა, რომ არამასობრივად წარმოებული პროდუქცია, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს ხოლმე, ვიდრე მასობრივად წარმოებული, "სპილოუს" შემქმნელები ცდილობენ, რომ მათ მიერ შეკერილი ტანსაცმელი ხელმისაწვდომი იყოს. გარდა იმისა, რომ სასურველი ნივთი ფეისბუქზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ფიზიკურადაც არის განთავსებული თბილისის რამდენიმე მაღაზიაში, მაგალითად, „მფრინავ მღებავსა“ და „ქაოსში“.

XS
SM
MD
LG