21 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, მომღერალი სოფი ვილი, რომელმაც 18 აპრილს მესამე ალბომი - "Planet A" - გამოუშვა. ალბომში შესულია 11 სიმღერა, მათ შორის ერთი (Swim On) - ნიკა მაჩაიძესთან თანამშრომლობით. ალბომის გამოსვლას წინ უსწრებდა ვიდეოკლიპი სიმღერაზე Swim on, რომლისთვისაც სოფიმ, ყოფილმა წყალში მხტომელმა, სპორტული წარსული გაიხსენა და მინიმალისტურ ვიდეოში ჰაეროვან სალტოებს გვთავაზობს.
ახალი ალბომის მხარდასაჭერად სოფის დაგეგმილი აქვს უკვე რამდენიმე კონცერტი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა დიდ ქალაქში და უკრაინაში ერთ-ერთ მასშტაბურ ფესტივალზე.
რას ნიშნავს თანამედროვე სამყაროში ალბომი მუსიკოსისთვის, როგორ შეიძლება პროდიუსერისა და მენეჯერის გარეშე საკუთარი შემოქმედების სწორად მიწოდება მსმენელებისა და კრიტიკოსებისთვის და რით განსხვავდება მუსიკალური თვალსაზრისით "პლანეტა ა-ზე" გაჟღერებული სიმღერები წინა პერიოდის სიმღერებისგან - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სოფისთან.