Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის ახალი სტატისტიკა


სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა წარმოუდგენელია ამ სფეროში ხარისხიანი სტატისტიკის არსებობის გარეშე. გასულ კვირას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სასოფლო მეურნეობების აღწერის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროში 642.2 ათასი მეურნეობა - მათ შორის, 640.0 ათასი - შინამეურნეობადა 2.2 ათასი იურიდიული პირი - საქმიანობს.მეურნეების 30.9 %-ს მეურნე ქალები შეადგენენ. რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19.6 %), კახეთსა (15.1 %) და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (13.3%).

მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს არა აქვს. მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურა, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთია: 842.3 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწიდან 87.2 % საკუთრებაშია, ხოლო 12.8 %- დროებით სარგებლობაში. მეურნეობების სარგებლობაში 787.7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის 86.5 % (681.1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13.5 % (106.6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაშია.

ამ აღწერამაც დაადასტურა, რომ მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მეურნეობების სამ მეოთხედზე მეტს (77.1 %) სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათზე სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21.5 % მოდის.

შესაბამისად, მეურნეობების დაქუცმაცების პრობლემა კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, აღწერა აჩვენებს, რომ რეგიონების მიხედვით განსხვავდება ის კულტურები, რომლის მოყვანაზეც მოსახლეობა აქცენტს აკეთებს. კერძოდ: მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 40.1 % კახეთში, 15.5 %ქვემო ქართლში, ხოლო 9.7 %სამცხე-ჯავახეთშია.

ყველაზე მსხვილი მეურნეობები, საქართველოს მასშტაბით, არის კახეთში (3.6 ჰა), სამცხე-ჯავახეთსა (2.2 ჰა) და ქვემო ქართლშია (1.8 ჰა).

ერთწლიანი კულტურებით ნათესი მიწის 44.6 % უჭირავს სიმინდს, 18.6 %- ხორბალს, 9.2 % - ბოსტნეულს, 9.2 % - ქერს. მრავალწლოვანი ნარგავების 54.2 % ხეხილის ბაღებს უკავია, 30.1 % - ვენახებს, 6.7 % - ციტრუსის პლანტაციებს, ხოლო 4.2 % - ჩაის პლანტაციებს; ხეხილის ბაღების უდიდესი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება - 22.8 ათასი ჰა, შიდა ქართლში - 12.7 ათასი ჰა, ხოლო კახეთში - 8.1 ათასი ჰა.

ვენახების ფართობების უდიდესი ნაწილი, როგორც მოსალოდნელი იყო,კახეთში ფიქსირდება - 23.9 ათასი ჰა, იმერეთში - 5.0 ათასი ჰა, შიდა ქართლში - 1.0 ათასი ჰა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.7 ათასი ჰა.

XS
SM
MD
LG