30 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო Sofar Sounds Tbilisi-ის ლიდერი გვანცა ჯიშკარიანი. Sofar Sounds Tbilisi არის ცოცხალი მუსიკის პლატფორმა. Sofar Sounds დაარსდა 2010 წელს ლონდონში და ახლა უკვე მსოფლიოს 316 ქალაქშია, მათ შორის, უკვე თბილისშიც. შოუ ტარდება თვეში ერთხელ და თითოეულ ივენტზე წარდგება სამი შემსრულებელი როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.