4 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმრები იყვნენ სალომე ხუციშვილი, სოციალური საწარმოების ალიანსის დირექტორი, და ნათია მეტრეველი, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალის პროექტის მენეჯერი და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კომუნიკაციების კოორდინატორი.
ალიანსისა და ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით 8 სექტემბრიდან იწყება სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობა, როგორია წარმატებულ საწარმოთა პრაქტიკა და რა რესურსები არსებობს დაინტერესებული პირებისთვის მეწარმეობის დასაწყებად – ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.