„ფასკუნჯის“ პირველი დადგმიდან, რომელიც პარიზის გრანდ ოპერაში გაიმართა, 100 წელზე მეტი გავიდა, საქართველოში კი ეს სპექტაკლი პირველად იდგმება. ქორეოგრაფია ანდრის ლიეპა, რომელიც ასწავლის და რჩევებს აძლევს ქართული საბალეტო დასის მოცეკვავეებს. დღის განმავლობაში სოლისტები ერთმანეთს ენაცვლებიან, ანდრის ლიეპა კი ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს. მოცეკვავეები, მიუხედავად ტრავმებისა, რაც მათი ყოველდღიურობის ნაწილია, მაინც აგრძელებენ ახალი მოძრაობების შესწავლას, ანდრის ლიეპა კი არაერთხელ აჩვენებს თავის მაგალითზე, როგორ გააკეთონ სწორი მოძრაობები იმისათვის, რომ მოცეკვავე მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო იყოს. ანდრისი ბალერონებს ურჩევს, გოგონებს კარგი პარტნიორობა გაუწიონ.