25 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქის ბარიშევკის რაიონის სოფელი ლუკიანოვკა, რის შემდეგაც მათ რუსი სამხედროების მიერ მიტოვებულ რამდენიმე T-72BZ ტიპის ტანკს მიაგნეს.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მარიან კუშნირის თქმით, ერთ-ერთ ტანკში უკრაინელებმა იპოვეს ასმეთაურის სამხედრო-ტექნიკური დოკუმენტები და სამედიცინო წიგნაკი. ამ დოკუმენტებისა და სოციალური ქსელის „ვკონტაკტე“ შესწავლით შესაძლებელი გახდა რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა.
სამედიცინო წიგნაკის თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურე სერგეი შტაინერია. ის უკრაინის სამხედრო კონტრშეტევას გადაურჩა. 23 წლის ლეიტენანტი, ასმეთაურის მოადგილეა შეიარაღების დარგში. ის №12128 სამხედრო ნაწილში მსახურობს, რომელიც ორენბურგის რაიონის სოფელ ტოცკე-2-ში მდებარეობს.
ამ სამხედრო ნაწილის Youtube-ის ვიდეოში ისმის შემდეგი მოწოდებები: "ეს არის ნათელი და სავსე ცხოვრება", "ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაინახო სამყარო".
სერგეი შტაინერი რუსეთის არმიაში 2016 წლიდან მსახურობს. 2016 წლამდე ის აქტიურად ინარჩუნებდა თავის ორ ანგარიშს სოციალურ ქსელში “ვკონტაკტე”.
სოცქსელებში ჩანს, როგორ ულოცავენ მას ტანკისტის დღეს. ასევე მისი ანგარიშები ცხადყოფს, რომ შტაინერი გატაცებულია სამხედრო თემატიკით, მათ შორის, თამაშობს World of Tanks-ს. ერთ-ერთი ფოტოში სამხედრო გეორგიევსკის ლენტითაც კი პოზირებს.
წმინდა გიორგის ლენტი 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა.
სოციალურ ქსელშივე ჩანს ისიც, რომ სერგეი მამას ქაღალდის ხელნაკეთ ტანკს აჩუქებს.
2016 წელს საშუალო სკოლის დაამთავრების შედეგ, შტაინერმა ომსკის ჯავშანტექნიკის ინსტიტუტში ჩააბარა.
სერგეი მშობლებთან ერთად, 2016 წლის ზაფხულში.
ხუთ წელიწადში შტაინერი ინსტიტუტს ამთავრებს. ამავე დღეს, სამხედრო ფორმაში მეუღლე ოლგასთან ერთად.
ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში სერგეი შტაინერი და მისი მეუღლე ომსკში ცხოვრობენ.
2022 წელს, ის მონაწილეობდა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრაში უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, კიევის ოლქის ბარიშევკის რაიონის სოფელ ლუკიანოვკის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს, თავის ტანკს ტოვებს და გარბის.
ტანკში ნაპოვნი ერთ-ერთი დოკუმენტი ნათელს ჰფენს რუსი სამხედროების საბრძოლო მასალის რაოდენობასა და ტიპს.
შტაინერის ერთ-ერთი მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც სამედიცინო წიგნაკშია შეტანილი.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევას კიევის ოლქის ბარიშივის რაიონის გასათავისუფლებლად.