"უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარია სტრასბურგელი მხატვარი შოთა ლელაძე. მან დიზაინი ხარკოვში ისწავლა, კინოსა და თეატრის მხატვრობის განხრით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თბილისში იმუშავა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნიანგში". წარმოშობით ქუთაისიდანაა. ახლა თავისუფალი მხატვარია ელზასში. სტრასბურგში ცხოვრობს და მუშაობს. არის ფერმწერი, პოლიტიკური პლაკატების ავტორი.