ბოლო დღეეებში საკმაოდ აქტიური განხილვის საგანი გახდა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელშიც განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის, ნატოს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულებამ, პარტიულმა პრეფერენციებმა და სხვა ღირებულებითმა საკითხებმა დაიმსახურა. თუმცა ამ კვლევაში იყო ასევე საკითხები, საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვეყანასა და საკუთარ თავს, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გამოკითხვიდან სწორედ ეს საკითხები შევარჩიეთ:
NDI-ის 2017 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.ამათგან 37 % უმუშევარია და ეძებს სამსახურს; 24 % პენსიონერია და სამსახურის ძებნით არ არის დაინტერესებული; 13 % დიასახლისია; 9 %უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, თუმცა ამჟამად სამუშაოს არ ეძებს; 7 % უმუშევარია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით (დიასახლისის გარდა); 5 %სტუდენტია; 2 %პენსიონერია და ეძებს სამსახურს; 2 %-ის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ხოლო 1 % პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად სამსახურს არ ეძებს.
NDI-ის გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ მარტში მისი ოჯახის შემოსავალი, დაქვითვის შემდეგ, 261-400 ლარი იყო.კვლევის თანახმად, 2 %-ის თქმით, მათი ოჯახის მარტის თვის შემოსავალი 1 600 ლარზე მეტი იყო; 3 %-ის თქმით, 1 201-1 600 ლარი იყო; 10 %-ის თქმით, 801- 1 200 ლარი იყო; გამოკითხულთა 20 % აცხადებს, რომ მათი ოჯახის შემოსავალმა 401-800 ლარი შეადგინა; გამოკითხულთა 21 % აღნიშნავს, რომ მარტში მათი ოჯახის შემოსავალი 151-260 ლარი იყო; 4 %-ის თქმით, შემოსავალი იყო 150 ლარამდე; 2 % აცხადებს, რომ შემოსავალი არ ჰქონია; 7 %-მაკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ხოლო 7 % აცხადებს, რომ არ იცის, რამდენი იყო მათი ოჯახის შემოსავალი წინა თვეში.
რაც შეეხება დანახარჯებს, გამოკითხულთა 3 % აცხადებს, რომ მათი ოჯახის დანახარჯი მარტში 1 600 ლარზე მეტი იყო; 3 %-ის თქმით, - 1 201-1 600 ლარი; 10 % ამბობს, რომ იყო 801- 1 200 ლარი; 22 % აცხადებს, რომ მათი ოჯახის დანახარჯი მარტში 401-800 ლარი იყო; 25 %-ის თქმით, 261-400 ლარი იყო; 19 %-ის თქმით, - 151-260 ლარი; 4 %-ის განცხადებით, მათი ოჯახის დანახარჯი წინა თვეში 150 ლარამდე იყო; 9 % ამბობს, რომ არ იცის, თუ რამდენი იყო მათი ოჯახის დანახარჯი; 5 %-მა პასუხზე უარი თქვა, ხოლო ისეთი, ვისაც ოჯახში დანახარჯი არ ჰქონია,0 %-ია.
საინტერესოა კიდევ ერთ კითხვაზე პასუხი: NDI-ის გამოკითხულთა 58 %-ის თქმით, იციან, რომ საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამათგან 39 % მიიჩნევს, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება კომერციული შეთანხმებაა, რომელსაც ქვეყნისთვის პოლიტიკური შედეგები ექნება. კვლევაში მონაწილეთა 27 % თვლის, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ეს ხელშეკრულება კომერციული შეთანხმებაა, რომელსაც ქვეყნისთვის პოლიტიკური შედეგი არ ექნება; 8 % არც ერთ პასუხს არ ეთანხმება, ხოლო 26 % აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
გამოკითხულთა 36 % აცხადებს, რომ არ იცის ამ ხელშეკრულების შესახებ, ხოლო 7 %-ს კითხვაზე პასუხი არა აქვს. გამოკითხულთა იმ 58 %-დან, რომელთაც „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ იცის, 78 % აცხადებს, რომ ხელშკრულების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია; 18 %ხელშეკრულებაზე საკმარის ინფორმაციას ფლობს,4 %-მა კი არ იცის, აქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია ამ ხელშეკრულების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.