რატი კოჭლამაზაშვილი სოფლის მეურნეობის საჭიროებათა გამოკვლევაზე
3 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რატი კოჭლამაზაშვილი, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მან ილაპარაკა სოფლის მეურნეობის სფეროს მდგომარეობისა და საჭიროებათა კვლევის შესახებ. რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვეთი სოფლის მეურნეობაში გამოკვლევებზე არის "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD). ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ISET-ის მკვლევართა ჯგუფი კოოპერატივებში გაერთიანებულ ფერმერებს საბაზრო ინფორმაციას აწვდის. რატი კოჭლამაზაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბაზრო ინფორმაციისთვის თვალის მიდევნებას იმისათვის, რომ შესაბამისად დაგეგმოს საქმიანობა და ჰქონდეს ინფორმაცია გასაღების გზების შესახებ. მკვლევარმა ილაპარაკა აგრეთვე ფერმერების განათლების საკითხზე, რაც აგრეთვე უნდა იყოს ეფექტიანი წარმოების საწინდარი. რატი კოჭლამაზაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში შინამეურნეობების უდიდესი ნაწილი თვითკმარია და ვერ ახერხებს წარმოების კომერციალიზაციას. "დილის საუბრების" სტუმარი შეეხო აგრეთვე სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატების შეუზღუდავი და რიგ შემთხვევაში არაინფორმირებულად გამოყენების პრობლემას. რატი კოჭლამაზაშვილმა ილაპარაკა საქართველოში მასიურად წარმოებული ცალკეული კულტურის შესახებაც. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სახელმწიფოს როლს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობაში და სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის პრობლემას. სოფლის მეურნეობა✖ სოფლის მეურნეობის საჭიროებების გამოკვლევა✖ სოფლის მეურნეობის პრობლემები✖ სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობაში✖ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება✖
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს