29 მაისს თბილისში იწყება მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც საქართველოს მწერალთა სახლი მასპინძლობს. ხუთი დღის განმავლობაში ლიტერატურის მოყვარულებს არაერთ ცნობილ უცხოელ მწერალთან შეხვედრა ელით, მათ შორის იქნებიან: კატია ლანგე-მიულერი, ტომას ვენცლოვა, ამირ ორი, დითი რონენი, ფოლკნერ შმიდტი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი განდლევსკი და სხვები.
დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: პოეზიის საღამოები, უორქშოფები, შეხვედრა მკითხველთან. ივლისის თვეში კი მწერალთა სახლი კიდევ ერთი დიდი ფესტივალისთვის - „ავტორთა კითხვის თვისთვის“ -ემზადება. ამჯერად 31 ქართველი მწერალი წავა ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის ხუთ ქალაქში და იქ შეხვედრებს გამართავს. უცხოელი ავტორების კიდევ ერთ ჯგუფს თბილისში მწერალთა საერთაშორისო სემინარის ფარგლებშიც ელიან. როგორ ემზადება მწერალთა სახლი ამ ლიტერატურული ღონისძიებებისათვის, რა სიახლეს უნდა ელოდოს მკითხველი და რით იქნება წლევანდელი ლიტერატული ფესტივალი გამორჩეული - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება მწერალთა სახლის დირექტორს, ნატაშა ლომოურს, ესაუბრა.