პირველად ტელეანძის 42-წლიანი არსებობის მანძილზე, ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა ანძის ინტერიერი. ფოტოგრაფი ლოლა სოხაშვილი-ნაიკო შეეცადა ფირზე აღებეჭდა ის თავისებური გარემო, რომელიც ანძის ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. როგორია ანძის კონსტრუქციული თავისებურებები, გეომეტრიული ფორმები და ანძიდან დანახული თბილისი - ეს ის თემებია, რომლებზეც "თავისუფლების დილის" ეთერში პროექტის მენეჯერი ირაკლი სოხაშვილი გვესაუბრა.