თბილისსა და ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობებთან გაიმართა აქციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლების ვერსიას იმეორებენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობისგან კვლავ მოითხოვეს პასუხი როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი თავისი ნების საწინააღმდეგოდ თბილისიდან ბაქოში. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლის შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. ჟურნალისტი თბილისიდან მის გატაცებას მიიჩნევს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგად და აპირებს ორივე ქვეყანას უჩივლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო ვერსია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1