ირანის „გუშაგთა საბჭომ“ - გავლენიანმა ორგანომ, რომლის მოვალეობებს შორის პრეზიდენტობის კანდიდატთა დამტკიცებაც შედის - სამშაბათს წარმოადგინა კანდიდატთა სია 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. სიამ დიდი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოების გამო, რომ მასში არ შეუყვანიათ ორი მნიშვნელოვანი ფიგურა: ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და ამჟამინდელ პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დაახლოებული პირი ესფანდიარ რაჰიმ მაშაეი. რას ნიშნავს მათი დისკვალიფიკაცია ირანში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის?
ირანის „ გუშაგთა საბჭოს“ გადაწყვეტილება, არ დაუშვას 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ყოფილი პრეზიდენტის, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის კანდიდატურის წამოყენება, გზას უხნის პრეზიდენტად ირანის სულიერი ლიდერის ერთგული მიმდევრის არჩევას. გარდა ამისა, კიდევ უფრო აკლდება დამაჯერებლობა 14 ივნისის არჩევნებს.
იმის გამო, რომ რაფსანჯანის მხარდამჭერები ჰყავს როგორც რეფორმების მომხრეებს, ისე კონსერვატიულ ძალებს შორის და, შესაბამისად, რაფსანჯანის გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა, საფრთხე ემუქრებოდა სასულიერო ისტაბლიშმენტის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი“ არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკავშირის არჩევას.
ირანის მკაცრი კურსის მომხრეები 78 წლის რაფსანჯანის კანდიდატურას იწუნებდნენ მისი ასაკის გამო, წარსულში ოპოზიციური მწვანე მოძრაობის მხარდაჭერის გამო და გუშაგთა საბჭოს მოუწოდებდნენ მისი დისკვალიფიკაციისაკენ, რაც, როგორც უკვე ითქვა, მოხდა კიდეც.
ექსპერტების აზრით, ის გარემოება, რომ რაფსანჯანი არ შეიყვანეს პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ისლამურ რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას.
რაფსანჯანი პრაგმატული პოლიტიკოსია. ის ათწლეულებია, ინარჩუნებს გავლენიან პოზიციას. გავლენა არ დაუკარგავს არც 1997 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამჟამად ხელმძღვანელობს „მართლზომიერების საბჭოს“, რომელიც პარლამენტსა და „გუშაგთა საბჭოს“ შორის შუამავლობს.
მაგრამ არსებობს ბევრი საკითხი, რომელშიც მისი პოზიცია არ ემთხვევა ისტაბლიშმენტისას. ეს კი, ექსპერტ ალირეზა ნადერის აზრით, მმართველ წრეებში საფრთხედ აღიქმება:
„’გუშაგთა საბჭოს’ გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რაფსანჯანის, რომელიც ირანში რევოლუციის ბურჯად და ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლად ითვლება, დიდი წინააღმდეგობა ხვდება საკუთრივ პოლიტიკური სისტემისგან. ეს მიანიშნებს იმაზეც, თუ რამდენად ავტორიტარული და დახურული გახდა ისლამური რესპუბლიკა, როგორც პოლიტიკური სისტემა - იმდენად, რომ რაფსანჯანის, ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას, არ ეძლევა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა“.
რაფსანჯანის დისკვალიფიკაციისაგან განსხვავებით, მოულოდნელად არ აღქმულა უარი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უთხრეს ესფანდიარ რაჰიმ მაშაეის - ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მრჩეველს, მის, როგორც ამბობენ, მარჯვენა ხელს. აჰმადინეჟადმა დაგმო ეს გადაწყვეტილება, რომელსაც, მისივე თქმით, გააპროტესტებს - ირანის სულიერ ლიდერთან წამოჭრის ესფანდიარ რაჰიმ მაშაიეს დისკვალიფიკაციის საკითხს.
ჯერ არ არის ცნობილი რაფსანჯანის რეაქცია. მაგრამ ნათელია ის, რომ მისი დისკვალიფიკაცია ბევრ ირანელს გაანაწყენებს- ადამიანებს, ვისთვისაც მხოლოდ რაფსანჯანი იქნებოდა ირანის პრეზიდენტობის მისაღები კანდიდატი.
აი, როგორ აფასებს რაფსანჯანიზე მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი მეჰრაზ ბორუჯერდი:
„ამას შესაძლოა მოჰყვეს რეჟიმისაგან საზოგადოების ზოგი ნაწილის მზარდი გაუცხოება. იმათ, ვინც ოთხი წლის წინ ქუჩაში დემონსტრაციაზე გავიდა, ძალა დაუპირისპირეს, და ახლა ეს ხალხი იფიქრებს, რომ არ ჰყავს არც ერთი სასურველი კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემდა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ამ სეგმენტებსა და ისტაბლიშმენტს შორის პოლიტიკური გათიშვის მოწმე გავხდებით“.
ბოლოს, იმის შესახებ, თუ ვინ შეიყვანა „გუშაგთა საბჭომ“ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში: ეს არის სულ რვა პირი, მათ შორის, ბირთვული პროგრამის საკითხში მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი საიდ ჯალილი, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. კანდიდატებს შორის აგრეთვე არის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალი აკბარ ველაიათი.