Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ტერაქტმა რუსეთში შერეული რეაქციები გამოიწვია


მოსკოვში საფრანგეთის საელჩოსთან "შარლი ებდოს" დაღუპულ თანამშრომლებს პატივს მიაგებენ
მოსკოვში საფრანგეთის საელჩოსთან "შარლი ებდოს" დაღუპულ თანამშრომლებს პატივს მიაგებენ

პარიზში გასულ კვირას მომხდარმა ტერაქტმა რუსეთში შერეული რეაქციები გამოიწვია, განსაკუთრებით კი სატირული ჟურნალის - „შარლი ებდოს“ მიერ ისლამის გაშარჟებამ და სიტყვის თავისუფლებაზე დისკუსიამ. რუსეთის მთავრობამ დაგმო პარიზში მომხდარი თავდასხმები, მაგრამ ზოგი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებზე ალაპარაკდა.

პარიზში მომხდარი ასევე დაგმეს რუსეთის მუსლიმმა ლიდერებმა და განაცხადეს, რომ მისი ჩამდენები ნამდვილი მუსლიმები არ არიან.

მკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა, მაგრამ არეულობის გამოწვევა ისლამში ყველაზე უარესი ცოდვაა, რადგან არეულობამ შესაძლოა არამხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
რუშან აბიასოვი, რუსეთის მუფტთა კავშირი

რუშან აბიასოვს - რუსეთის მუფტთა კავშირის წარმომადგენელს ამის მაგალითად ებრაული მაღაზიის მუსლიმი გამყიდველი მოჰყავს, რომელმაც მაღაზიაზე თავდასხმის დროს ებრაელი მყიდველები შეიფარა, ის ასევე იხსენებს მუსლიმ პოლიციელს, რომელიც ტერორისტებმა ჟურნალზე თავდასხმისას მოკლეს.

„ეს არის ნამდვილი ისლამი როცა მუსლიმი ადამიანს გადაარჩენს და არა ის, რომ კლავს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, კი, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს წინასწარმეტყველს, მაგრამ ყურანი გვასწავლის რომ მივუტევოთ,“ ამბობს აბიასობი.

მაგრამ აქვე იმასაც დასძენს, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედის გაშარჟება ისეთივე ცოდვაა, როგორც მკვლელობა, რადგან ის პროვოცირებას უკეთებს რეაქციების.

„მკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა, მაგრამ არეულობის გამოწვევა ისლამში ყველაზე უარესი ცოდვაა, რადგან არეულობამ შესაძლოა არამხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს“

მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს წინ რუსეთის მოქალაქეებმა და უცხოელებმა სანთლები დაანთეს და დაღუპულებს პატივი ყვავილებით მიაგეს.

ევროპის ბევრი ქალაქის მსგავსად, რელიგიური თემატიკის სენსიტიურობაზე აქაც ბევრს კამათობენ, ერთ-ერთი ასეთი ლუდმილა კურილოვიჩია.

„მჯერა რომ, ადამიანი სანამ რამეს გააკეთებს, მის შედეგებზე ორჯერ უნდა დაფიქრდეს. ვფიქრომ სხვების იდეალების შეურაცხყოფის გარეშე უნდა ვიცხოვროთ.“

განსხვავებული მოსაზრება აქვს კომპიუტერების სპეციალისტ მარატს. მას მიაჩნია, რომ მასალების გამოქვეყნება რელიგიური გრძნობების და თავდასხმის შიშების მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.

„მცირე დოზით ღვთის გმობა სასარგებლოა, რათა ტერორისტებმა ნახონ რომ ისინი ვერ წყვეტენ რა დაიბეჭდება და რა არა.“

რუსეთში გავრცელებული კონსპირაციების თეორიები უცხოეთის მთავრობებსაც ადანაშაულებენ. პოპულარული ტაბლოიდი და სამთავრობი ტელე-არხი ირწმუნება, რომ ყველაფერი შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა.

პარიზის თავდასხმები მომხდარიდან მალევე დაგმო რუსეთის მთავრობამ, მისი წარმომადგენლების თქმით ევროპის საფრთხე ტერორიზმია და არა რუსეთი.

ამის პარალელურად რუსეთის მუსლიმი ლიდერები შიშობენ, რომ ევროპელმა მემარჯვენებმა შეიძლება ყველაფერი ისლამს და იმიგრაციას დააბრალონ. მათი თქმით გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული დიალოგი.

XS
SM
MD
LG