8 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. სტუმართან ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობაზე საქართველოში, მათთან დაკავშირებულ სტიგმებსა და, ასევე, იმ მიდგომებზე, რაც სახელმწიფომ უნდა დანერგოს მათთვის სასურველი და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.