როგორ უნდა გახდეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოქმედი დოკუმენტი
19 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გოგი აბაძიძე, "სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენელი და თბილისის მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე პროექტის კოორდინატორი. გენერალურ გეგმაზე ორგანიზაციამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმუშავა და მომდევნო ორი თვის განმავლობაში მისი საჯარო განხილვები გაიმართება. რომელი ურბანული პრობლემები შეიძლება გადაჭრას მმართველობამ გენერალური გეგმით და რა საკანონმდებლო ცვლილებების გატარება თუ კვლევების ჩატარებაა საჭირო იმისათვის, რომ დოკუმენტში გაწერილი მიდგომების მიხედვით განვითარდეს ქალაქი, რა პერიოდულობით და ფორმით ახლდება გეგმა და რა პრობლემებთან არის დაკავშირებული რეალობასთან ახლოს მდგომი მოქმედი სტრატეგიის დაწერა - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.