Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიძლება ტექნოლოგიების კომერციალიზაცია 


როგორ შეიძლება ტექნოლოგიების კომერციალიზაცია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:08 0:00

29 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ლეფსვერიძე. 29-31 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, CRDF Global-ისა და აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, ტექნოპარკში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში.

გადმოწერა

სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას.

როგორ შეიძლება ტექნოლოგიების კომერციალიზაცია, როდის და როგორ უნდა აიღოს პატენტი გამომგონებელმა და რა გზა უნდა გაიაროს ინოვაციურმა იდეამ სანამ ბიზნესის სახეს მიიღებს - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

XS
SM
MD
LG