Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იქმნება თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა


6 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იურისტი ანანო ცინცაბაძე, "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" წარმომადგენელი. პროექტმა "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" შეისწავლა თბილისის გენერალური გეგმის განახლებითი სამუშაოების პროცესში შემუშავებული საანგარიშო მასალა და გამოაქვეყნა შეფასების დოკუმენტი, გამოვლენილია ძირითადი ტენდენციები საჯარო სივრცეებისა და სარეკრეაციო ზონების დაცვისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების გენერალურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებით. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობა 2015 წლის მიწურულს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. რამდენად არის ჩართული საზოგადოება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესში და ვინ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართვა სამუშაო პროცესში; რა საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი იმისათვის, რომ დარეგულირდეს ქაოტურად მიმდინარე მშენებლობები; რა ბედი ელით არსებულ რეკრეაციულ ზონებს და როგორ გადაწყდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედი ახალი გენერალური გეგმის მიხედვით - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან, ანანო ცინცაბაძესთან ერთად.

XS
SM
MD
LG