8 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მწერალი, ჩეტბოტების დიზაინერი, ზურა ჯიშკარიანი. ჩეტბოტები ადამიანის მიერ შექმნილი ციფრული მანქანებია, რომლებსაც საუბარი შეუძლიათ.
როგორ იქმნება ხელოვნური ინტელექტი, რა უნდა ასწავლო ციფრულ ასისტენტებს, რომ მათ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან საინტერესოდ საუბარი შეძლონ და რა პერსპექტივა აქვთ ბოტებსა და ჩეტბოტებს მარკეტინგში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.