Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკანში გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია "ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს "მეოთხე სამმართველოს" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში" 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.

16x9 Image

კახა მჭედლიძე

ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.

XS
SM
MD
LG