Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რევოლვერი" თანამედროვე ხელოვნებისთვის


მარიამ ნატროშვილი (მარცხნივ), მაგდა გურული
მარიამ ნატროშვილი (მარცხნივ), მაგდა გურული

4 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ხელოვნების კურატორები, მაგდა გურული და მარიამ ნატროშვილი, რომლებმაც დაარსეს გაზეთი თანამედროვე ხელოვნების შესახებ. გაზეთს, რომელიც თვეში ერთხელ გამოვა, "რევოლვერი" ერქმევა და მთლიანად თანამედროვე ხელოვნების საკითხებს მიეძღვნება.

გაზეთის პირველი ნომრის პრეზენტაცია 5 მაისს გაიმართება ლიტერატურის მუზეუმში. "რევოლვერის" პრეზენტაცია ემთხვევა გამოფენის გახსნას. მასზე წარმოდგენილი იქნება "სიტყვის მუზეუმი", რომელიც სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართველი არტისტების ტექსტზე დაფუძნებულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

რამდენად მნიშვნელოვანია სახელოვნებო პროცესების განვითარებისთვის ჯანსაღი კრიტიკის და პერიოდული გამოცემების არსებობა, რა თემებზე გააკეთებს "რევოლვერი" აქცენტს, რატომ გაკეთდა არჩევანი გაზეთის ფორმატზე - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.

XS
SM
MD
LG