თითქმის არ არსებობს სიმღერა სიტყვების გარეშე, თითქმის არ არსებობს სიმღერა, რომლის ტექსტს ავტორი არ ჰყავდეს. მუსიკის ისტორია სავსეა სიმღერებით გენიალურ ტექსტებზე, პოეზიის შედევრებზე, მაგრამ კარგი სიმღერები ბანალურ ტექსტებზეც იწერება - ამ სიმღერებსაც მღერის ხალხი და ხშირად პრიმიტიულ ტექსტს მნიშვნელობას არ ანიჭებს. ”წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში გიორგი გვახარია ესაუბრება სატელევიზიო პროგრამა ”უცნობი მუსიკის” თანაავტორს გია ხადურს. ვიხსენებთ სიმღერებს კარგი და ცუდი ტექსტებით.