არაბული ქვეყნების თვითგამორკვევა, კოლონიალიზმთან ბრძოლა, არაბული რევოლუციები და, ბოლოს, ექსტრემისტული ორგანიზაციები - ეს ის თემებია, რომლებსაც ”წითელ ზონაში” აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია მიმოიხილავს. გიორგი გვახარია სტუმართან ერთად საუბრობს საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობაზე არაბულენოვან ქვეყნებთან, დასავლეთისა და რუსეთის როლზე ამ ქვეყნებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.