თეატრმცოდნეები დავით გაბუნიას პიესა "ბეჩავის" ინტერპრეტაციას სამეფო უბნის თეატრში გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ. სპექტაკლი არაერთ ტაბუდადებულ და, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხზე დაგვაფიქრებს. ერთ-ერთია მამის როლი ქართულ კულტურაში: რამდენად განსაზღვრავს მამა-პატრიარქის მნიშვნელობა ჩვენს ისტორიას, პოლიტიკას, ყოფას. ამ თემაზე საუბრობს "წითელი ზონის" მორიგ გადაცემაში დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია.