Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფროიდი და საქართველო


ფროიდი და საქართველო
please wait

No media source currently available

0:00 0:51:35 0:00
გადმოწერა

"...შურისძიებისა და დასჯის სურვილის სიმპტომი, ერთობ შორს მყოფი ქრისტესეული მიმტევებლობისა და სიყვარულის იდეალებისაგან. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეს სიმპტომი სწორედ დიდი, ძლიერი და შურისმაძიებელი („სამართლიანობის აღდგენა“) „ზეკაცის“ თაყვანისცემაში გამოიხატება, რომელიც, ამავე დროს, ყველა პრობლემას მოგვიგვარებს, ჩვენ კი სანაცვლოდ მხოლოდ პასიურად მისი თაყვანისცემა გვევალება", - წერს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე თავის ბლოგპოსტში, რომელიც ჩვენი რადიოს საიტზე მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ამ ტექსტში ფროიდის ფსიქოანალიზის და რელიგიის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე მსჯელობს. ზიგმუნდ ფროიდის ადგილს ქართულ კულტურაში ეძღვნება "წითელი ზონის" მორიგი გადაცემაც, რომლის სტუმარი სწორედ გიორგი მაისურაძეა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG