„კავკასიური სახლის“ იდეას დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა, იდეის ავტორებად სრულიად განსხვავებული მრწამსის, პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები ითვლებიან. იდეა არსებობს, მაგრამ იდეის განხორციელება ვერაფრით ხდება - კავკასია დღესაც კონფლიქტურ რეგიონად ითვლება. ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემა „წითელი ზონაში“ მისი ავტორი და წამყვანი გიორგი გვახარია „კავკასიური სახლის“ იდეის ისტორიაზე ესაუბრება კულტურის ცენტრ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კანაშვილს.