საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველო არაერთმა ნიჭიერმა ხელოვანმა დატოვა, მაგრამ ყველამ ვერ შეძლო დასავლეთის არტისტულ სივრცეში დამკვიდრება. უფრო მეტიც, უამრავი ადამიანი იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა. თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ. ერთ-ერთი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია - მისი გამოჩენა თანამედროვე გერმანულ დრამატურგიაში თავიდანვე აღინიშნა, როგორც სენსაცია. ნინო ხარატიშვილი დღეს ჩვენი სტუმარია. გადაცემაში საუბარია დასავლეთში წარმატებით მოღვაწე ქართველ ხელოვანებსა და კონიუნქტურაზე, რომლის გათვალისწინება და გადალახვაც უხდებათ მათ.