2013 წლის უკანასკნელი თვე იმდენად დატვირთული იყო საინტერესო ამბებით, რომ მხოლოდ მათ ჩამოთვლას დასჭირდებოდა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო. სოჭის ოლიმპიადა და ბოიკოტის ახალი და ახალი მომხრეები, პუტინის მოულოდნელად ჰუმანური ჟესტი და მისი იგავები ქართველ ბებიებსა და ბაბუებზე, ლარის გაუფასურება, ბენზინის და კარტოფილის გაძვირება, უგულავას სასამართლო, გენერალური პროკურორის თავგადასავალი გერმანიაში და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თბილისში, ჩაბნელებული აჭარა და ბათუმი,რომელმაც ძველი სახე რამდენიმე დღით დაიბრუნა... მაგრამ 2013 წლის დეკემბრის შემაჯამებელ გადაცემაში “წითელი ზონის” მორიგი გადაცემის სტუმარი, უფლებადამცველი პაატა საბელაშვილი მაინც სულ სხვა მოვლენებზე გაამახვილებს ყურადღებას.