8 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ორგანიზაცია "ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის" თავმჯდომარე მანანა თევზაძე. ორგანიზაცია მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეირაღებული საფრთხისგან; რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებას და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად; საზოგადოების ცნობიერების ამათლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.
"ლურჯმა ფარმა" 13 დაწესებულებაში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის შესწავლა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა კვლევაში ჩართული თითოეული დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევები უსაფრთხოების პოლიტიკის, რისკების ანალიზის, ექსპონატების დაზღვევის, პერსონალი მზადყოფნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით.
რამდენად გამართულია კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან მიმართებით, რომელი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობაა საჭიროა უსაფრთხოების ნორმების მუშა მექანიზმის შემუშავებისთვის და რა სპეციფიკა აქვს თითოეულ ინსტიტუციას და იქ დაცულ ნივთებს - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.