25 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა. ინსტიტუტის ინიციატივით და "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხადაჭერით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც სტუდენტების უმცირესობებისადმი დამოკიდებულებების გარკვევას ისახავდა მიზნად. კვლევა საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდა და გამოავლინა ტოლერანტობისა და უცხოს მიმღებლობის რამდენიმე ფორმა, რომელთა უმრავლესობა არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაციისა და შესაბამისი განათლების წყაროების უქონლობისგან გამომდინარეობს.
რა ახდენს სტუდენტების აზრის ფორმირებას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლგბტ თემის წევრების მიმართ, რა ფაქტორები განაპირობებს სხვადასხვა ფობიების წარმოებას და აქტუალიზებას და რა როლს თამაშობს მედია ჰომოფობიური განწყობების შექმნაში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.