13 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მდინარე ვერეს აუზში მდინარის დონისა და ნალექის მზომი ხელსაწყოები დამონტაჟდა, რომლის მონაცემები სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება,რაც, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
რა კვლევები ჩატარდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ მდინარე ვერეს ხეობაში, რამდენად მაღალია სტიქიის განმეორების საფრთხე და როგორ დაეხმარება კატასტროფების პრევენციის საქმეში სააგენტოს მიერ დამონტაჟებული ხელსაწყოები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.