Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ელიავას


რა ელის ელიავას
please wait

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ფიქრობს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიას ახალ გენერალურ გეგმაში სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭოს და ბაზრობამ ქალაქის სხვა, განაპირა ნაწილებში, გადაინაცვლოს. ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციას კი სულ სხვა გეგმები აქვს. ისინი აპირებენ განახორციელონ 100 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტი, რომელიც, მათი განმარტებით, ბაზრობას რამდენიმედონიან შენობაში მოაქცევს. გენერალური გეგმის პროექტი განსახილველად დედაქალაქის საკრებულოშია გაგზავნილი და თუკი საკრებულო მას დაამტკიცებს, მომდევნო ხუთ წელიწადში ამ ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის "ელიავა მოლი" უნდა აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა ელიავას მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჩივის.

XS
SM
MD
LG