საპატრიარქოსთან აქციების მონაწილეთა შეხლა-შემოხლა მოხდა
8 იანვარს საპატრიარქოსთან სოციალური ქსელების მეშვეობით შეკრებილმა პირებმა აქცია გამართეს. ისინი ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების მხარდასაჭერად გამოვიდნენ. პარალელურად საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ პატრიარქის მხარდამჭერებიც. მოგვიანებით ვითარება დაიძაბა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე პირი მიმდებარე ტერიტორიას გაარიდა.