საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 14 სექტემბრიდან დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს პროფესიებს 150-ზე მეტი - მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით. რამდენად პოპულარულია პროფესიული განათლება საქართველოში და განვითარების რა პერსპექტივა აქვს მას - ამ თემაზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორი თამარ კაკუტია და საზოგადოებრივი კოლეჯის, „მერმისის“, დირექტორი ნონა ღუდუშაური.