Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ცხოვრება რელსებზე” შავ-თეთრ ფერებში

გამოფენაზე შესვლისთანავე გალერეის თეთრ კედლებზე შავ-თეთრ ფოტოებსა და მინაწერებს დაინახავ, ფოტოებით კი ლიანდაგებით გარემოცული ადამიანების ცხოვრებას უახლოვდები. ფოტოგამოფენასაც ასე ჰქვია: „ცხოვრება რელსებზე“. იგი ადამიანების ამბებს აერთიანებს: ვიღაც მატარებლით მგზავრობს; ვიღაც ცდილობს სამსახური იშოვოს; ვიღაც ცდილობს რამე გაყიდოს; ვიღაც კი სარკინიგზო მაგისტრალსა და თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის შეჩერებულ მშენებლობასთან ცხოვრობს. ამ თემას ეძღვნება ვახო ხეთაგურის ნამუშევრები.

XS
SM
MD
LG