მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა გორში დილიდან დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა კავშირის დროშებით შეიკრიბნენ სტალინის სახლ-მუზეუმთან და ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმეს. მათი მოთხოვნები ტრადიციული იყო. სტალინის ძეგლის დადგმა და ევრაზიულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირება. წლევანდელი მიტინგი სხვა წლების მიტინგებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ამ დღეს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვალერი კვარაცხელია დაასახელეს. კვარაცხელია ამ წინადადებას დათანხმდა.