საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, მარტთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა. მაგალითად, მოიმატა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ღირებულებამ. ფასების ზრდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც გამყიდველები, ისე მყიდველები ბაზრებსა თუ სასურსათო მაღაზიებში.