28 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი, ერაზმუს პლუსის ქართულ სამსახურთან არსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი კვლევისა "პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში."
სტუმარს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა პრაქტიკა არსებობს საქართველოს აკადემიურ სივრცეებში პლაგიატთან დაკავშირებით: როგორ ვავლენთ, როგორ ვებრძვით, როგორ ვარეგულირებთ აღმოჩენის შემთხვევაში, როგორია საერთაშორისო სივრცეში პლაგიატთან ბრძოლის, აღმოჩენის და რეაგირების წარმატებული გამოცდილებები და რამდენად მაღალია აკადემიურ სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებული მგრძნობელობა.