Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვორკუტა: შრომის ბანაკიდან მრეწველობის დაღმასვლამდე

ვორკუტასთან 1931 წელს დაარსდა შრომის ბანაკები, რათა ქვანახშირის საბადოები აეთვისებინათ ურალის მთების ძირას, არქტიკული წრის ჩრდილოეთით 150 კილომეტრში. პატიმრები და გადასახლებულები 25 წელი შრომობდნენ ტუნდრის ამ არეალის გადასაქცევად ქვანახშირით საბჭოთა კავშირის მომმარაგებელ ერთ-ერთ უდიდეს წყაროდ. კომპლექსი იზრდებოდა და დროთა განმავლობაში მოიცავდა 20-ზე მეტ მაღაროს, მაღაროელთა დასახლებებს, ელექტროსადგურებს, გზებს, რკინიგზას და ახალ ქალაქ ვორკუტას. დღეს ვორკუტა დაღმასვლის გზაზე მყოფი სამრეწველო ქალაქია კორუფციისა და სიღარიბის პრობლემებით. ეს ფოტოსურათები ვორკუტას ასახავს გულაგის ეპოქაში და ახლანდელი სახით.

XS
SM
MD
LG