7 სექტემბერს თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში". კონფერენციას ესწრებიან ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. გარდა ამისა, მაღალი რანგის სტუმრები უცხოეთიდან. ორდღიან კონფერენციას მასპინძლობენ "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC).თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ერთად შეკრიბოს საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, გაიმართება დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.