”ძირს ბაჩო ახალაია!” - სკანდირებდა რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პრეზიდენტის რეზიდენციისა და მთავარი პროკურატურის მიმართულებით დაიძრა. წამების წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა ფილარმონიასთანაც.