ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია საჩუქრები. რა შეიძლება ვაჩუქოთ ჩვენს ახლობლებს ისეთი, რომ ხელმისაწვდომიც იყოს, ორიგინალურიც, ლამაზიც, საინტერესოც? ამ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას შეეცადნენ საახალწლო თბილისში ჩვენი კორესპონდენტი ეკა ქევანიშვილი და ფოტოგრაფი მზია საგანელიძე.