უკვე თვეზე მეტია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო „Way” მუშაობს და მალე ინტერნეტმაუწყებლობიდან FM სიხშირეზე გადაინაცვლებს. საინფორმაციო გამოშვებებს ჯერ მხოლოდ ინტერნეტში უსმენენ. დუისის ახალგაზრდულ კლუბში უკვე შეხვდებით ყურზე ტელეფონმიდებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ თავიანთი რადიოს ამბებს ისმენენ, მაისის ბოლოს კი ხეობას თავისი ნამდვილი ადგილობრივი რადიო ექნება, რომელიც გავა სიხშირეზე - FM 101.1.