5 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ბათუმის თანამედროვე სივრცის კურატორი ანა რიაბოშენკო, ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტოფესტივალ "თბილისი-ოდესის ფოტოდღეებისა". ფესტივალი მესამე წელია იმართება და წლის განმავლობაში ორ გამოფენას მოიცავს - ბათუმსა და ოდესაში. ბათუმში 2017წელს ფესტივალი 7-დან 10 სექტემბრამდე გაიმართება.